შოთა არველაძემ რუსულ გამოცემას უპასუხა - მანდ არ ჩამოვალ, ჩვენი ტერიტორიები არავის დაუბრუნებია
შოთა არველაძემ რუსულ გამოცემას უპასუხა - მანდ არ ჩამოვალ, ჩვენი ტერიტორიები არავის დაუბრუნებია

შოთა არველაძემ რუსულმა გამოცემა „სპორტს.რუ“-სთან ვრცელ ინტერვიუში არ დამალა, რომ შეთავაზებების მიუხედავად, რუსეთში მუშაობას არ აპირებს, მიზეზად კი საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიები დაასახელა.

კითხვაზე – „2010 წელს დიკ ადვოკატმა რუსეთის ნაკრების ასისტენტად მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: „მე ჯერ არ შემიძლია – ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთის ძალიან დიდი ტკივილები მიაყენეს”. ახლა წახვალთ?“, – ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა და ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარმა მწვრთნელმა ღიად უპასუხა:

„ახლაც არ წავალ. ჯერჯერობით ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, როგორი საშინელება იყო. ამის დავიწყება ძნელია. არ მინდა პოლიტიკაში ავურიო ჩემი გრძნობები თქვენი კულტურისა და ქვეყნის მიმართ, მაგრამ ეს სწორი არჩევანის გაკეთებაში ყოველთვის ხელს მიშლის. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლაც კი ვერ მოვახერხე. თქვენ არ გჭირდებათ საქართველოში ვიზა, მაგრამ ჩვენ რუსეთში გვჭირდება. საჭიროა არაერთი დოკუმენტის შეგროვება და მერე რუსეთის საელჩოში სირბილი – ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება“. – განაცხადა არველაძემ.