შოთა არველაძემ „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ვარჯიში გამართა.
„ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ „ქასიმფაშასთან“ ერთად პირველი ვარჯიში გამართა“, – წერს კლუბის პრესსამსახური.
არველაძე „ქასიმფაშაში“ დაბრუნდა, რომელსაც 2012-2015 წლებში ავარჯიშებდა. შოთამ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამჟამად კი გუნდს თურქეთის სუპერლიგის ახალი სეზონისთვის ამზადებს.
ქართველი სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში რამდენიმე გუნდს წვრთნიდა – „ქაისერს“, „ქასიმფაშას“, „ტრაბზონსპორს“, თელ-ავივის „მაკაბის“, ტაშკენტის „ფახთაქორსა“ და ინგლისურ „ჰალ სიტის“. ქართველმა მწვრთნელმა ბოლოს 2023/24 წლების სეზონში „ქარაგუმრუქს“ 17 მატჩში უხელმძღვანელა.