შოთა არველაძემ „ფახთაქორს“ და უსმანოვს მადლობა გადაუხადა
შოთა არველაძემ „ფახთაქორს“ და უსმანოვს მადლობა გადაუხადა

უზბეკეთის სუპერლიგისა და უზბეკეთის თასის ზედიზედ მეორე სეზონის გამარჯვების შემდეგ, შოთა არველაძემ ტაშკენტის „ფახთაქორი“ დატოვა და კლუბის ხელმძღვანელობასა და მეპატრონეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა SFI მენეჯმენტ ჯგუფს, „ფახთაქორის“ განვითარების მხარდაჭერისა და ერთობლივი მუშაობისთვის. ასევე მადლობა „ფახთაქორის“ მენეჯმენტს, კოლეგებს, რომლებთანაც ამ სამი წლის განმავლობაში გამარჯვებისკენ მიმავალი რთული გზა გავიარეთ. განსაკუთრებით მადლობა კლუბის მეცენატს, ალიშერ უსმანოვის შესაძლებლობისთვის, ასეთ ცნობილ კლუბში მუშაობის საშუალება რომ მომეცა. ჩემი აქ საქმიანობის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე. საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გუნდი ნამდვილი ოჯახი გახდა. წარმატების მისაღწევად ჩვენთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. ბავშვთა ფეხბურთში ყურადღება და ჩართულობა გაიზარდა თანამედროვე პროგრამების დახმარებით. ფეხბურთის განვითარებაზე მიმდინარე სამუშაოები მომავალში უზბეკური ფეხბურთისთვის ნაყოფს გამოიღებს“, – ამბობს შოთა არველაძე.

მან უზბეკეთში მუშაობა შეაფასა:

„ცხოვრება და მუშაობა ისეთ ლამაზ ქვეყანაში, როგორიცაა უზბეკეთი, კომუნიკაცია მშვენიერ ადამიანებთან, რომლებიც აღმოსავლეთში გაიზარდნენ, უფრო ბრძენს გხდის და ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ. 2020 წელს გუნდმა კიდევ ერთხელ მოიგო უზბეკეთის ყველა ტურნირი, აზიის ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალში გავიდა. შემდეგი წლისთვის კიდევ უფრო მაღალ მიზნებს დაისახავს, ​​გუნდი გააგრძელებს სწრაფვას, რომ აზიის უძლიერესი კლუბი გახდეს და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. „ფახთაქორი“ წინსვლას არ შეწყვეტს“.