შოთა არველაძე - წაგებას არ ვიმსახურებდით, ამ გუნდს წინსვლა შეუძლია #1TVSPORT
შოთა არველაძე - წაგებას არ ვიმსახურებდით, ამ გუნდს წინსვლა შეუძლია #1TVSPORT

ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ ჩემპიონშიფის 36-ე ტურში საშინაო არენაზე „ვესტ ბრომთან“ შეხვედრის შემდეგ (0:2) კომენტარი გააკეთა და წაგების მიუხედავად თქვა, რომ გუნდის თამაშში ბევრი დადებითი მომენტი დაინახა:

„რთული თამაში იყო და ამის მიუხედავად, ამ 90 წუთის განმავლობაში ბევრი კარგი და პოზიტიური მომენტიც კი გვქონდა. პირველი ტაიმის ბოლო 25 წუთში მართლაც კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ბურთი შევინარჩუნეთ, სწრაფად ვითამაშეთ, მაგრამ ორი პატარა შეცდომა დავუშვით, რამაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული შედეგი გამოიწვია“, – განაცხადა არველაძემ.

ეს იყო „ჰალ სიტის“ ზედიზედ მეოთხე საშინაო მარცხი – გუნდმა ბოლო გამარჯვება საკუთარ სტადიონზე იანვარში „სუონსი სიტისთან“ მოიპოვა. თუმცა ქართველი მწვრთნელის თქმით, წაგების მიუხედავად, მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა:

„მე ბიჭებს მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ თავი მაღლა ასწიონ, რადგან ცუდად არ ვითამაშეთ. 2:0-ით წაგებას არ ვიმსახურებდით. კარგი შანსები გვქონდა და კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო ფაზაში მოვიკოჭლებდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წარმატება მალე მოვა და იმედია, ბევრ ქულას მოვიპოვებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიჭებისთვის მეთქვა, რომ ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, რამაც დამაკმაყოფილა. ამ დადებით მომენტებზე გუნდის აშენება და წინსვლა შეგვიძლია“, – ამბობს არველაძე.