შოთა არველაძე - ვუერთდები აქციას და სიამოვნებით გავაჩუქებ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნებს #1TVSPORT
შოთა არველაძე - ვუერთდები აქციას და სიამოვნებით გავაჩუქებ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნებს #1TVSPORT

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ გიორგი კეკელიძის წამოწყებულ აქციას შეუერთდეს.

„ვუერთდები გიორგი კეკელიძის შესანიშნავ ინიციატივას წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით და სიამოვნებით გავაჩუქებ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნებს. გაიხსენეთ, ჩემთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია და საუკეთესო კომენტარების ავტორებს წიგნს, საკუთარი ხელმოწერით, თბილისში გადავცემ“, – წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ავტობიოგრაფიული წიგნი („გუშინ“) დაწერა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ავტობიოგრაფიული ნაშრომი „გუშინ“ 2009 წელს გამოიცა. შოთა არველაძე მისი ბავშვობის, განვლილი კარიერის, ოჯახის წევრების, მეგობრების, თანაგუნდელების, სასიამოვნო მომენტების, პრობლემებისა და იმ წარმატებების შესახებ წერს, რომელიც მან კარიერის მანძილზე გაიარა. 2020 წელს შოთამ წიგნი განახლებული ვერსიით გამოსცა.

შოთა არველაძე უეფა-ს თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის 27 გოლით მეოთხე ადგილზეა. ის რეგულარულად თამაშობდა საქართელოს ნაკრებში და 26 გოლით ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. შოთა არველაძე სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი – 1994, 1998 და 2007 წლებში.