შოთა არველაძე - ვიმუშავებთ და იმედია, „კარაგუმრუკი“ ხვალ უკეთესი გუნდი გახდება #1TVSPORT
შოთა არველაძე - ვიმუშავებთ და იმედია, „კარაგუმრუკი“ ხვალ უკეთესი გუნდი გახდება #1TVSPORT

„ფატიჰ კარაგუმრუკში“ სადებიუტო მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ სუპერლიგაში „გალათასარაისთან“ 1:0 წაგების მიუხედავად, მათ კარგად ითამაშეს.

„ვფიქრობ, კარგი შეხვედრა იყო. „გალათასარაი“ მატჩებს მაღალი პრესინგით იწყებს და ბურთს აკონტროლებდნენ. ეს არის გუნდი, რომელიც ბევრს მოძრაობს და შეტევების კარგად დასრულება ეხერხება. ღია თამაში გამოდგა, სადაც მეტის გაკეთება შეგვეძლო. ბოლო წუთებში ქულის მოპოვების შანსიც გაგვიჩნდა, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ვერ აღწევ ისეთ შედეგს, რასაც იმსახურებ.

„გალათასარაის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, ამ გუნდმა ახლახან „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, მოუგო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს, მიუნხენის „ბაიერნს“, რაც მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ბოლო წამამდე თამაშში დავრჩით და იმედი არ დაგვიკარგავს. ვიმუშავებთ და ვიმედოვნებ, რომ ხვალ უკეთესი გუნდი ვიქნებით.

თურქეთის სუპერლიგაში 8 წლის შემდეგ დავბრუნდი. წავედი ქაოსის დროს და ქაოსში დავბრუნდი. ეს ქვეყანა უკეთესს იმსახურებს. თურქეთი მშვენიერი ქვეყანაა. აქ შესანიშნავი სტადიონები და ატმოსფეროა. დიდი ფეხბურთელები მოდიან და თამაშობენ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ. ხვალ შესაძლოა აქაურმა გუნდმა ევროტურნირების მეოთხედფინალში ითამაშოს. ჩვენ ამის შესაბამისად უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა შოთა არველაძემ.