შოთა არველაძე უზბეკეთში გამოარჩიეს
შოთა არველაძე უზბეკეთში გამოარჩიეს

უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ, შოთა არველაძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ტაშკენტის „ფახტაკორის“ 45 წლის ქართველი მთავარი მწვრთნელი, სეზონის ერთ-ერთი ლაურეატი გახლდათ. ის ამჟამად შვებულებაშია და დაჯილდოებას ვერ ესწრებოდა.

უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ არველაძე უზბეკური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გამოარჩია. შოთას არყოფნაში პრიზი კლუბის წარმომადგენელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, ქართველი მწვრთნელი უზბეკეთში საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დაასახელეს.