შოთა არველაძე უზბეკეთის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დაასახელეს

23:37, 14.12.2017

შოთა არველაძე უზბეკეთში აღიარეს. ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი – უზბეკეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.

ქართველი სპეციალისტი წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დაასახელეს. არველაძის გარდა, ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ალექსადრე ხომიაკოვი („მაშალი“) და მირკო ელიჩიჩი („ლოკომოტივი“). უზბეკეთის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე რუსთამ ყურბანოვმა კი საუკეთესოდ არველაძე დაასახელა.

„მადლობა ყველას, უპირველესად „ფახტაკორს“ და ფეხბურთელებს, ასევე მათ, ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა“, – ამბობს შოთა არველაძე.

შოთა არველაძემ უზბეკეთის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“ ისეთ დროს ჩაიბარა, როდესაც გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფებოდა. საბოლოოდ კი მისი გაწვრთნილები მესამე ადგილზე გავიდნენ და მომავალ სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

https://www.facebook.com/ArveladzeShota/videos/504498843269878/

მსგავსი