შოთა არველაძე უახლოეს პერიოდში „ჰალ სიტის“ მწვრთნელად დაინიშნება #1TVSPORT
შოთა არველაძე უახლოეს პერიოდში „ჰალ სიტის“ მწვრთნელად დაინიშნება #1TVSPORT

შოთა არველაძე ინგლისში იმუშავებს და მალე „ჰალ სიტის“ ჩაიბარებს, რომელიც პრემიერშიფში თამაშობს. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის შესახებ ინფრომაციები ინგლისში ბოლო საათებია ვრცელდება.

ინგლისური მედიის ცნობით, არველაძე გრანტ მაკანის მემკვიდრე გახდება, რომელიც „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნეს. მისი ხელმძღვანელობით „ჰალ სიტი“ ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. თურქ ბიზნესმენს, აჯუნ ილიჯალს, რომელმაც გუნდი ახლახანს შეიძინა, არველაძესთან ერთად მისვლა სურდა.

საინტერესოა, რომ ილიჯალის სახელი მანამდე ნიდერლანდებს დაუკავშირეს, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიტარდის „ფორტუნას“ შეძენით იყო დაინტერესებული და იქაც შოთა არველაძესთან ერთად მისვლას აპირებდა.

არველაძე მანამდე წვრთნიდა „ქაისერისფორს“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსპორს“ თურქეთში, ისრაელის თელ-ავივის „მაკაბის“, ბოლოს კი უზბეკეთში, ტაშკენტის „ფახთაქორში“ მუშაობდა.

არველაძეს, როგორც ფეხბურთელს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ცნობილი თურქეთში „ტრაბზონსფორში“ გამოსვლით გახდა, ჰოლანდიაში წარმატებას მიაღწია „აიაქსთან“ და „ალკმაართან“ ერთად, ასევე თამაშობდა „რეინჯერსში“ და „ლევანტეში“.