შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება - „ქასიმფაშასთან“ შეთანხმება მიღწეულია #1TVSPORT
შოთა არველაძემ „ქასიმფაშასთან“ შეთანხმებას მიაღწია, მან კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 25 ივნისს ოჯახთან ერთად სტამბოლში ჩავა – ინფორმაციას Beinsports-ი ავრცელებს.
„თურქეთის სუპერლიგის „ქასიმფაშამ“ გათავისუფლებული მწვრთნელის, ბურაქ ილმაზის ნაცვლად ქართველ მწვრთნელთან, შოთა არველაძესთან შეთანხმებას მიაღწია – მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ამ შეთანხმებით, შოთა „ქასიმფაშას“ მწვრთნელი 10-წლიანი შესვენების შემდეგ გახდა. ქართველი მწვრთნელი სტამბოლში 25 ივნისს ჩავა“.
შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში რამდენიმე გუნდს წვრთნიდა – „ქაისერი“, „ქასიმფაშა“, „ტრაბზონსპორი“, თელ ავივის „მაკაბი“, ტაშკენტის „ფახთაქორი“ და ინგლისური „ჰალ სიტი“. ქართველმა მწვრთნელმა ბოლოს 2023/24 წლების სეზონში „ფათიჰ ქარაგუმრუქს“ 17 მატჩში უხელმძღვანელა.
„ქასიმფაშა“ მეორე გუნდია, რომელსაც არველაძემ ყველაზე მეტ მატჩში (91) უხელმძღვანელა, ხოლო ყველაზე მეტი (128) შეხვედრა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამართა.