შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს #1TVSPORT
შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს #1TVSPORT

შოთა არველაძე თურქეთში დაბრუნებაზე ფიქრობს, მაგრამ „ტრაბზონსპორში“ არ იმუშავებს, სადაც ახალი მწვრთნელი დანიშნეს, – ამის შესახებ თურქული გამოცემა წერს.

„შოთა არველაძე სუპერლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს. 50 წლის სპეციალისტს „ტრაბზონში“ მუშაობის შანსი ჰქონდა, მაგრამ გეგმები შეიცვალა – გუნდი ხორვატმა სპეციალისტმა, ნენად ბიელიცამ ჩაიბარა.

„ტრაბზონის“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელიც ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფში, აჯუნ ილიჯალისჰალ სიტიში“ მუშაობდა, სუპერლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს და ახალ წინადადებებს ელოდება. ცნობილი გახდა, რომ შოთა თავის ტექნიკურ სტაფთან ერთად ყურადღებით ადევნებს თვალყურს სუპერლიგის თამაშებს.

არველაძეს მომავალ წელს ერთ-ერთი გუნდის პროექტში აქტიურად ჩართვა სურს, საბოლოო არჩევანს კი სუპერლიგაში განხორციელებული სამწვრთნელო ცვლილებების შესაბამისად გააკეთებს“, – წერს თურქული გამოცემა.