შოთა არველაძე საფეხბურთო კლუბ „ლოკომიტივის“ ბორდის წევრი გახდა, – კლუბში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციას „ლოკომოტივის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„2025 წლის სეზონის მეორე ნახევარს საფეხბურთო კლუბი „ლოკომიტივი“ მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება. კლუბში მფლობელობა და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გაიმიჯნა.
ჩამოყალიბდა ბორდი, რომლის წევრთა შორის შოთა არველაძეც იქნება – ქართველი ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თავისი მდიდარი საფეხბურთო და სამენეჯერო საერთაშორისო გამოცდილებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესებში.
18 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია და აღნიშნული საკითხის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.