შოთა არველაძე - საოცარი გრძნობები მაქვს #1TVSPORT
შოთა არველაძე - საოცარი გრძნობები მაქვს #1TVSPORT

„სუონსისთან“ საშინაო მოგების შემდეგ (2:0) შოთა არველაძე „ჰალ სიტიში“ საოცნებო დებიუტით აღფრთოვანებულია – ქართველმა მწვრთნელმა აღიარა, რომ მისი პირველი თამაში უკეთესად ვერც წარმოედგინა.

რეინჯერსის“ ყოფილ ფეხბურთელს, რომელმაც ორწლიან კონტრაქტს ხელი ხუთშაბათს მოაწერა, ინგლისური ფეხბურთის გამოცდილების ნაკლებობის გათვალისწინებით, შესანიშნავი სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა:

„საოცარი გრძნობები მაქვს. თუ ვინმეს შეეძლო ამ სცენარის დაწერა, მას მეც აუცილებლად ასე დავწერდი. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ თამაშს და მომავალ შეხვედრებში კიდევ უფრო უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ. პირველ ტაიმში შესანიშნავი შეტევითი უნარები გამოვავლინეთ, მეორეში კი თავს კარგად ვიცავდით. ბიჭებმა უბრალოდ საოცარი ხასიათი და დისციპლინა გამოიჩინეს. ამის გამო თავს კარგად ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს“, – განაცხადა არველაძემ.

ამ მოგებით „ჰალი“ ახლა გაუთანაბარდასუონსის“, რომელმაც ლიგის შვიდ მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო:

„მოწინააღმდეგე უნდა დავაფასოთ. მეორე ტაიმში მათ სისტემა შეცვალეს. ჩვენ კი ცოტათი უკან დავიხიეთ და ეს არის ის, რაც უნდა გავაუმჯობესოთ. მე მხოლოდ ერთი დღე მქონდა მატჩამდე და ბევრი არაფერია გასაკეთებელი ან სანახავი, მაგრამ მჯერა, რომ აქ ვარ იმისთვის, რომ მოთამაშეები უკეთ გამოვაჩინო. თუმცა ჩვენ არ ვართ კომფორტის ზონაში და ვერცერთ შეხვედრას იოლად ვერ ჩავატარებთ. ეს იქნება ჩემი გზავნილი, როდესაც ბიჭებს დაველაპარაკები“.