შოთა არველაძე - „პრესტონთან“ წაგება სწრაფად უნდა დავივიწყოთ #1TVSPORT
შოთა არველაძე - „პრესტონთან“ წაგება სწრაფად უნდა დავივიწყოთ #1TVSPORT

ჰალ სიტის“ სამმატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერშიფის 30-ე ტურში შეწყდა – შოთა არველაძის გუნდი საშინაო არენაზე „პრესტონმა“ 0:1 დაამარცხა.

ჰალ სიტის“ ქართველი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისმა გუნდმა სწრაფად უნდა დაივიწყოს ეს იმედგაცრუება, რადგან სამშაბათს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ „დერბი ქაუნთს“ (24-გუინდიან ჩემპიონშიფში 23-ე ადგილზეა) ხვდება.

„ჰალმა“ სამმატჩიანი მოგების სერია მოულოდნელად შეწყვიტა გუნდთან, რომელმაც ბოლო 7 შეხვედრა პირველად მოიგო – „ჰალი“ დაქვეითდა, შოთა არველაძე კი მიზნად ისახავს 8 თებერვალს ეს იმედგაცრუება დერბის „პრაიდ პარკში“ დაასრულოს.

„ვფიქრობ, ასე წაგება არცერთი მწვრთნელისთვის ადვილი არ არის. მაგრამ შემდეგი თამაში ძალიან მალე იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მატჩში ყველაფერი სწორად გავაკეთოთ“, – განაცხადა ქართველმა მწვრთნელმა.

არველაძემ აღიარა, რომ ამ თამაშში წაგება „პრესტონის“ ნახევარდაცვაში შეცვლებმა გამოიწვია.

„დამატებითი მოთამაშე დავკარგეთ ნახევარდაცვაში, როცა მათ შეცვლა გააკეთეს და მეტის გაკეთება შეგვეძლო, როცა ბურთი გვქონდა. ჩვენ დღეს საუკეთესოდ არ გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და ვცდილობდით მეტოქის კართან მისასვლელი გზა გვეპოვა, მაგრამ ვერ შევძელით“, – განაცხადა არველაძემ.