შოთა არველაძე - პირდაპირ მერობაზე ფიქრი არასწორია, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება #1TVSPORT
შოთა არველაძე - პირდაპირ მერობაზე ფიქრი არასწორია, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება #1TVSPORT

შოთა არველაძე იუმორით გამოეხმაურა ხმებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თბილისის მერად კანდიდატურა წამოაყენოს.

„სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს. მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება“, – წერს შოთა არველაძე.

შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია – მან ეროვნული გუნდის ფორმით ყველაზე მეტი გოლი (26) გაიტანა. საფეხბურთო კარიერის შემდეგ არველაძემ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო.

ბოლოს 47 წლის სპეციალისტი ტაშკენტის „ფახთაქორს“ ავარჯიშებდა. ახლა ის სეზონის დასრულებას ელოდება და საბოლოოდ იტყვის, შემოთავაზებებიდან რომელს დათანხმდება და რომელ გუნდს ჩაიბარებს.