შოთა არველაძე - „პახთაკორს“ ვტოვებ, ახალი გამოწვევების დროა
შოთა არველაძე - „პახთაკორს“ ვტოვებ, ახალი გამოწვევების დროა

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის „პახთაკორმა“ ზედიზედ მეორედ მოიპოვა უზბეკეთის ქვეყნის თასი და მორიგი ტიტულის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გუნდს დაემშვიდობა.

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გადაწყვეტილება გამოქვეყნა და გუნდს დაემშვიდობა.

„სამი წლის შემდეგ, „პახთაკორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და „პახთაკორის“ დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში.“

ქართველმა სპეციალისტმა განვლილი პერიოდიც შეაფასა:

„კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!“

შოთა არველაძემ უზბეკეთში ძალიან წარმატებულად იმუშავა და რისი მოპოვებაც შეიძლება, ყველაფერი მოიგო – გუნდმა 2019 და 2020 წლებში დუბლი შეასრულა: უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, „პახთაკორი“ ქვეყნის თასსაც დაეუფლა. 2019 წელს უზბეკეთის ლიგის თასიც მოიგო, რომელიც წელს პანდემიის გამო აღარ გათამაშდა.