შოთა არველაძემ „მატჩ ტვ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ჩრდილოეთ მაკედონაისთან არყიფნაზე ილაპარაკა – საქართველოს ნაკრების, „აიაქსისა“ და „რეინჯერსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ხვიჩას ტოპ-ლიგაში გადასვლის შანსებიც შეაფასა.
– კვარაცხელია ჩრდილეოთ მაკედონიასთან თამაშში გუნდს ძალიან დააკლდა?
– დაგვაკლდა ორიგინალობა და არაპროგნოზირებადი თამაში. ხვიჩა ატყუებს, მეტოქეს ბარათებს აღებინებს, მისი მოქმედებები გუნდს თავდაჯერებულობას მატებს. თამაშის ბედს ასეთი ადამიანები წყვეტენ. დამცველებიც კი – გაიხსენეთ სერხიო რამოსი ან ვირჯილ ვან დეიკი – ისინი სტანდარტების შესრულებისას მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩადიან და შედეგს განაპირობებენ. 120-ე წუთზე წინ წავა რამოსი, დაარტყამს და გოლია. უნდა შეაჩერო რამოსი და რონალდო, დანარჩენი ყველა უმნიშვნელოა.
ერთხელ მადრიდის „რეალში“ ანჩელოტის ვარჯიშზე ვიყავი. ისინი კუთხურებზე საერთოდ არ ვარჯიშობდნენ. ერთი კვირა ვიყავი და ერთხელაც არ დაუმუშავებიათ. ვიკითხე, სტანდარტებს ამუშავებენ თუ არა-მეთქი და მითხრეს: „რატომ ვივარჯიშოთ? კუთხურს ჩააწვდიან და იქ ბურთს რამოსი დახვდება. ან ჯარიმებისას, როგორიც უნდა იყოს შედეგი – 0:0, 3:0, 5:0, მაინც კრიშტიანუ შეასრულებს. რა არის იქ სავარჯიშოო?
– კრიშტიანო დიდ ევროპულ კლუბში ადრეულად წავიდა – ხვიჩა წავა ევროპაში?
– დიახ. რომელ ჩემპიონატში? მინდა პრემიერლიგაში ვიხილო. დიდი ხანია, ხანს იქ არავინ გვყოლია. შეიძლება ლა ლიგაც. თუ „ბაიერნი“ აიყვანს, უმაყოფილო ამითაც არავინ დარჩება. ან „ბაიერში“ ჩემს მეგობარ პიტერ ბოსთან.
ამ სეზონში 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ ფორმით რუსეთის პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა – გაიტანა ორი გოლი, შეასრულა სამი საგოლე გადაცემა, ოთხჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო სამჯერ ზედიზედ კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა აღიარეს.