შოთა არველაძე - „ჰალ სიტიში“ უნდა შევქმნათ გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში დაბრუნებას შეძლებს #1TVSPORT
შოთა არველაძე - „ჰალ სიტიში“ უნდა შევქმნათ გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში დაბრუნებას შეძლებს #1TVSPORT

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა“, – ეს იყო შოთა არველაძის პირველი სიტყვები, როდესაც „ჰალ სიტიში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი „ჰალ სიტის“. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ აკუნ ილაჯალის მხარდაჭერისთვის. ეს არის ის, რაც უკვე დიდი ხანია ჩემი კარიერული მიზნების სიაში იყო – ეს არის ნაბიჯი, რომელიც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში.

ჩვენი ამბიცია, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივაში წინსვლაა. უნდა შევქმნათ გუნდი, რომელსაც შეუძლია პრემიერ ლიგაში დაბრუნება. გვინდა ავაშენოთ გუნდი, რომლითაც გულშემატკივრები იამაყებენ.

მჯერა, რომ ყველას, ვინც ფეხბურთში მუშაობს, სურს ინგლისში ყოფნა და მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი ოჯახი ამაყობს ჩემით. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა ვაჩვენო, რომ ამ კლუბს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ამ ბიჭებთან ერთად, ხარისხი გაზარდოს იმ ახალგაზრდა ტალანტებით, რომელიც ჩვენ გვყავს.

ჩვენ რაღაც ნაწილში ვართ ძალიან კრეატიულები, ნიჭიერები, ნაწილი – გამოცდილია და ეს კარგი ნაზავია. ძალიან კარგია, რომ „სუონსი სიტისთან“ თამაში მალე გაიმართება. მე მოუთმენლად ველი გულშემატკივრებთან შეხვედრას. ჩვენ ვეცდებით ვაჩვენოთ მართლაც კარგი და შემტევი ფეხბურთი.

მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვება იქნება. ხალხი უნდა მოვიდეს და უგულშემატკივრონ იმ კლუბს და ბიჭებს, რომელიც უყვართ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები და მათ სიამოვნებით ვუყურებთ. მოდით ეს ერთად გავაკეთოთ, ერთად ვიხალისოთ და ერთად გავიმარჯვოთ“.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა ინგლისის პრემიერშიფის გუნდი ჩაიბარა და მასთან 2.5 წლით გააფორმა კონტრაქტი.