შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ წაგებაზე - ბოლო წუთამდე ვიბრძვით, მაგრამ შედეგი გვჭირდება #1TVSPORT
შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ წაგებაზე - ბოლო წუთამდე ვიბრძვით, მაგრამ შედეგი გვჭირდება #1TVSPORT

შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა „ჰალ სიტის“ გასვლით შეხვედრაზე ჩემპიონშიფის 43-ე ტურში პლეი-ოფში მოსახვედრად მებრძოლ „მილუოლთან“, რომელშიც მისმა გუნდმა გასვლაზე ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

„რბილი და სუსტი სტუმარი არ შეიძლება იყო. კარგად ვითამაშეთ, მომენტები შევქმენით, მაგრამ შედეგია მთავარი. პოზიტიურია ის დამოკიდებულება, რაც ყველა შეხვედრისას გვაქვს – არ ვნებდებით და ბოლო წუთამდე ვთამაშობთ – ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ კარგი შედეგებიც ვაჩვენოთ“, – განაცხადა არველაძემ.

ქართველმა მწვრთნელმა წაგების მიზეზებზეც ისაუბრა.

„ბიჭებს ვერ დავაბრალებ, რომ თამაშისთვის ყველაფერი არ გაიღეს – პირიქით, საამისოდ ბევრს აკეთებდნენ. მაგრამ დღეს ფიზიკური ორთაბრძოლები წავაგეთ. პირველ ტაიმში უფრო უკეთ ვითამაშეთ და უკეთაც გამოვიყურებოდით. მაგრამ მეორე ტაიმში ეს დონე და ტემპი ვერ შევინარჩუნეთ, რაც შეხვედრის წაგებად დაგვიჯდა“.

ამ წაგების მიუხედავად, ჩემპიონშიფში გამართული 43 ტურის შემდეგ ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა მიზანს მიაღწია და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.