შოთა არველაძე - „ჰალ სიტი“ გამოცდილებას იღებს, მაგრამ ქულებს ვკარგავთ #1TVSPORT
შოთა არველაძე - „ჰალ სიტი“ გამოცდილებას იღებს, მაგრამ ქულებს ვკარგავთ #1TVSPORT

შოთა არველაძისთვის „ჰალ სიტის“ საშინაო წაგება პრემიერლიგაში გადასვლის მსურველ „ლუტონ თაუნთან“ (1:3) ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან გუნდმა მისი ხელმძღვანელობით საკუთარ სტადიონზე ზედიზედ მეხუთედ წააგო – მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე სეზონში ყველაზე მეტი გულშემატკივარი (16,555) მივიდა, ბევრმა მათგანმა ტრიბუნები თამაშის დასრულებამდე დატოვა.

„ძნელია ერთი სიტყვით იმ იმედგაცრუების ახსნა, რასაც ამ მატჩის შემდეგ განვიცდი. ფეხბურთი შეიძლება ძალიან უსამართლო იყოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვიმსახურებდით სამი გოლის გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ ორი აშკარა შეცდომა დავუშვით. ამის გამო წაგებას შევეგუეთ – სახლის თამაშებში ეს უკვე მეორედ მოგვივიდა“, – განაცხადა არველაძემ Hull Live-თან ინტერვიუში.

არველაძე ამბობს, რომ მის ფეხბურთელებს ერთმანეთში მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ამბობს, რომ მომავალ სანაკრებო პაუზაზე ამაზე იმუშავებს.

„სამწუხაროდ, ასეთები ხდება – ჩვენ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და ამაზე მუშაობა გავაგრძელოთ. ერთმანეთში მეტი უნდა ვილაპარაკოთ. მე გასახდელში მცველებთან ერთად ვიჯექი, გაშვებული გოლები ვაჩვენე და ავუხსენი – ერთმანეთისთვის რომ ეკარნახათ, ამით საერთო სურათი შეიცვლებოდა და ეს ორი გოლი არ გავიდოდა. საერთოდ, თანაგუნდელებთან მატჩის დროს საუბარმა, შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს. სამწუხაროდ, ასე მეტ გამოცდილებას ვიღებთ, მაგრამ ნაკლები ქულა გვაქვს“.