შოთა არველაძე - ფეხბურთელებს მოტივაცია და სისწრაფე დააკლდათ #1TVSPORT
შოთა არველაძე - ფეხბურთელებს მოტივაცია და სისწრაფე დააკლდათ #1TVSPORT

„ქარაგუმრიუქის“ მწვრთნელმა, შოთა არველაძემ „გაზიანთებთან“ თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურის საშინაო შეხვედრაში დამარცხების (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია ეს შედეგი. ჩვენი თამაშით 0:3 წაგებას არ ვიმსახურებდით. მეორე ტაიმში 3-4 რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ.

გუნდი კარგად არ მოძრაობდა. ბურთი მეტოქის მოედანზე ძალიან ნელა გადაგვქონდა, შეტევებს კი საკმარისი ენერგიით არ ვახორციელებდით. რა თქმა უნდა, ამან შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს იმ დროს, როდესაც სტუმრების დაცვაში თავისუფალი ზონები სწრაფი მოქმედებებით უნდა გაგვეხსნა.

წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს და თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია აკლიათ, რაც გაუგებარია“, – განაცხადა შოთა არველაძემ.