შოთა არველაძე ევროპაში დაბრუნებაზე - „ბარსელონასა“ და „რეალშიც“ ძალიან მინდა, მაგრამ სიაში არ ვარ
შოთა არველაძე ევროპაში დაბრუნებაზე - „ბარსელონასა“ და „რეალშიც“ ძალიან მინდა, მაგრამ სიაში არ ვარ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ კომენტარი პიტერ ჰუსტრას განცხადებაზე გააკეთა.
 
შოტლანდიურმა „სანთან“ ინტერვიუში ჰოლანდიის ნაკრებისა და გლაზგოს „რეინჯერის“ ყოფილი მოთამაშე პიტერ ჰუსტრა, რომელიც „ფახტაკორში“ შოთა არველაძის ასისტენტია), ამბობს, რომ შოტლანდიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ დროა, ევროპაში შოთა არველაძეც დაბუნდეს.
ყველას უნდა იქ მუშაობა, სადაც უფრო გამოჩნდება – ესპანეთში, ინგლისში, გერმანიაში, მიწვევები მეც მქონდა, თურქეთიდან და ჰოლანდიიდან. მაგრამ მიმაჩნია, რომ რაღაც ისეთი წინადადება უნდა მივიღო, რაზეც ავენთები. როგორ შეიძლება პრიორიტეტი არ იყოს ბრიტანეთში მუშაობა, სადაც ყველაზე მაგარი მწვრთნელები და მოთამაშეები არიან და ფეხბურთის ყველაზე მაღალი დონეა? ასე „ბარსელონასა“ და „რეალშიც“ ძალიან მინდა, მაგრამ მათ სიაში არ ვარ“ – აცხადებს „ტაიმაუტში“ შოთა არველაძე.