შოთა არველაძე - ეს შესანიშნავი, დიდი სამი ქულა იყო #1TVSPORT
შოთა არველაძე - ეს შესანიშნავი, დიდი სამი ქულა იყო #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ გასვლაზე 1:0 მოიგო „მიდლსბროსთან“ და სატურნორო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ქართველი მწვრთნელი გახარებულია სამი ქულით გუნდთან, რომელიც პრემიერლიგის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის და რომელსაც ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8 მოგებული ჰქონდა.

74-ე წუთზე კინ ლუის-პოტერმა სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და „ჰალ სიტის“ 1986 წლიდან „მიდლსბროთან“ გასვლაზე პირველად მოაგებინა, ხოლო გასვლაზე გუნდის წაუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაახანგრძლივა. ამავე დროს, „სიტი“ დაქვეითების ზონას დაშორდა.

„თუ გაიხსენებთ, „მიდლსბრომ“ წელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფანტასტიკური თამაშები ჩაატარა, „ჩელსისთან“ წააგო, ინგლისის თასზე „ტოტენჰემი“ დაამარცხა. მათთან თამაში ძალიან რთულია, რადგან სახლში ძალიან კარგი სტატისტიკა აქვთ. ამიტომ უნდა დავაფასოთ ჩვენი ბიჭები იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ აჩვენეს და როგორ იცავდნენ თავს. ისინი მეტოქის შეტევებს ენერეგიის ნაკლები ხარჯვით ანეიტრალებდნენ. ჩვენ გვქონდა ძლიერი დაცვა, კარგად ორგანიზებული თამაში და მცირე შანსი, რომ დაგვესაჯა ისინი – რაც მოვახერხეთ. ეს შესანიშნავი, დიდი სამი ქულაა“, – განაცხადა არველაძემ.

არველაძის თქმით, ამ მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: 

„ორი წაგების შემდეგ ყველა ჩვენგანისთვის ეს დიდი გამარჯვება იყო. ისევ და ისევ, ეს გასვლითი თამაშზე შევძელით და გულშემატკივრებს ხასიათი ვაჩვენეთ. სეზონის ბოლომდე დაგვრჩა ხუთი თამაში, სადაც რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ. მადლობა ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომელთაგანაც დღეს უბრალოდ გასაოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდით. მათ არ მოგვცეს უფლება გვეგრძნო, რომ ეს გასვლითი თამაში იყო. მათი ჩვენთან ყოფნა უდიდეს ენერგიას გვაძლევს და ეს გამარჯვება მათი წყალობით მოვიპოვეთ“.