შოთა არველაძე „დინამოს“ აკადემიას ესტუმრა - წლიდან წლამდე ჩვენი ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან #1TVSPORT
შოთა არველაძე „დინამოს“ აკადემიას ესტუმრა - წლიდან წლამდე ჩვენი ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ „დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდის ფეხბურთელებთან ვარჯიში ჩაატარა, რომლის შესახებაც შთაბეჭდილებები სოციალურ ქსელში გააზიარა.

„თბილისში ყოფნის პერიოდში ყოველთვის ვცდილობ, სხვადასხვა ასაკის მოზარდ ფეხბურთელებს შევხვდე, ზოგს ვესაუბრო, ზოგთან ერთად ვივარჯიშო. მიხარია, 35-ე საფეხბურთო სკოლისა და თბილისის „ლოკომოტივის“ შემდეგ, „დინამოში“ ვარჯიშის ჩატარების საშუალება კიდევ ერთხელ რომ მომეცა.

რაც ყველაზე თვალშისაცემია, წლიდან წლამდე, ჩვენი ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. მთავარია, მათ შესაბამისი მოტივაცია და ენერგია შეინარჩუნონ, არ გაჩერდნენ და მიზნისკენ სვლა ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად გააგრძელონ.

მომდევნო ჩამოსვლაზე ვეცდები, მსგავსი შეხვედრა და ვარჯიში აუცილებლად ჩავატარო ქუთაისში, სამეგრელოსა და ბათუმში. დარწმუნებული ვარ სხვებიც შემომიერთდებიან და მინიმუმ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ფეხბურთელებს სწორი გზა ვანახოთ, დავეხმაროთ და მოტივაცია მივცეთ“, – წერს შოთა არველაძე.