შოთა არველაძე - დღვანდელ მოგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება [ვიდეო] #1TVSPORT
შოთა არველაძე - დღვანდელ მოგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება [ვიდეო] #1TVSPORT

ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ ინგლისის პრემიერშიფის 35-ე ტურის გასვლით შეხვედრაში „პიტერბოროსთან“ გამარჯვების შემდეგ (0:3) კომენტარი გააკეთა.

შოთა არველაძემ მოიგო პირველი პრინციპული დაპირისპირება ინგლისში, რადგან „პიტერბოროს“ მთავარი მწვრთნელი გრანტ მაკენი მანამდე „ჰალ სიტიში“ მუშაობდა და ქართველის გამო გაუშვეს. ეს იყო შოთა არველაძის გუნდის პირველი გამარჯვება ბოლო შვიდ მატჩში.

„გასულ კვირაში „ბარნსლისთან“ წაგების შემდეგ ფეხბურთელებმა ფანტასტიკური შემოტრიალება მოახერხეს. მთელი თამაშის განმავლობაში ვაჩვენეთ აბსოლუტურად შესანიშნავი ორგანიზებულობა, კარგები ვიყავით დაცვაშიც და შეტევაში. ეს იყო თამაში, სადაც ოთხი-ხუთი კარგი შანსი გვქონდა. ფანტასტიკური გოლები გავიტანეთ და ეს დღე დავიმსახურეთ. ამის ნახვა ძალიან გამიხარდა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ“, – განაცხადა არველაძემ.

გუნდს სამი ქულა მეორე ტაიმში კინი ლუის-პოტერმა ბრწყინვალე დუბლით შესძინა. არველაძე ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშით ძალიან კმაყოფილია:

„მან აჩვენა, თუ რამდენად კარგი იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მან ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა. იმპულსი, ის უბრალოდ ძალიან სწრაფად მოძრაობდა. მეორე გოლის დროს, ბურთი მარტომ ატარა 40-50 მეტრზე და თავადვე დაამთავრა. მან შესანიშნავად ითამაშა და ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა“, – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

არველაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა: 

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ მჯერა, რომ ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ჩემთვის სენსიტიურია ის, რაც ხდება უკრაინაში. ვფიქრობ, ახლა ძალიან მძიმე პერიოდს განიცდის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვიყვარს. აბსოლუტურად ყველა ქართველი მხარს უჭერს უკრაინას. იმედი მაქვს, ისინი მალე დაიბრუნებენ მშვიდობას და ნორმალურ ცხოვრებას – Слава Україні! Героям слава!“.

35 ტურის შემდეგ შოთა არველაძის გუნდმა 37 ქულა დააგროვა, ორი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 18-ე ადგილზეა.