შოთა არველაძე „ბაშაქშეჰირის“ მწვრთნელობის კანდიდატია
შოთა არველაძე „ბაშაქშეჰირის“ მწვრთნელობის კანდიდატია

თურქული გამოცემა „ფანატიკის“ ცნობით, სუპერლიგის კლუბი „ბაშაქშეჰირი“, გუნდიდან გაშვებული მთავარ მწვრთნელის, ოკან ბურუკის ადგილზე ორ კანდიდატურას განიხილავს – ტაიფუნ კორკუტისა და შოთა არველაძის.

ოკან ბურუქმა, რომელიც „ბაშაქშეჰირს“ 2019-2020 წლებში ავარჯიშებდა, სტამბოლის გუნდი დატოვა და კლუბმა ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ ხელმძღვანელობამ უპირველესად პოსტი ტაიფუნ კორკუტს შესთავაზა. ასევე განიხილება შოთა არველაძის კანდიდატურა, რომელიც თურქეთის ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი“, – წერს გამოცემა.

46 წლის ტაიფუნ კორკუტი გერმანიაში გაიზარდა, თამაშობდა: „ჰანოვერში 96“-ში, „კაიზერსლაუტერნში“, „ლევერკუზენსა“ და „შტუტგარტში“. სამწვრთნელო გამოცდილებაც გააჩნია, ბოლოს კი „შტუტგარტს“ ედგა სათავეში, სადაც წარმატებით იმუშავა.

შოთა არველაძემ ტაშკენტის „პახტაკორი“ უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახადა, თურქეთში კი „კაიზერისპორში“, „კასიმფაშსა“ და „ტრაპიზონსპორს“ ავარჯიშებდა, წვრთნიდა თელ-ავივის „მაკაბის“.