შოთა არველაძე - ახალი სეზონში „ჰალ სიტი“ გაძლიერებული დაბრუნდება #1TVSPORT
შოთა არველაძე - ახალი სეზონში „ჰალ სიტი“ გაძლიერებული დაბრუნდება #1TVSPORT

ინგლისში ჩემპიონშიფის სეზონის დასრულებას „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„სეზონი დასრულდა. გულშემატკივრებმა, როგორც ყოველთვის, საოცარი განწყობა შექმნეს. მადლობა ყველას თქვენი შესანიშნავი მხარდაჭერისთვის! ეს იყო განსხვავებული სეზონი აღმავლობით და ჩავარდნით, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და ეს შესანიშნავი გრძნობაა.

როგორც კლუბს, ჩვენ გვინდა განვვითარდეთ, გვინდა გავაუმჯობესოთ გუნდი და გვინდა ვისწავლოთ შეცდომებზე. ბევრი რამ ვისწავლე ამ სეზონში და მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა. ვამაყობ ბიჭებით და იმედია მალე მივიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიმსახურებთ.

მადლობა მინდა გადავუხადო მფლობელებს, მოთამაშეებს და თანამშრომლებს. გმადლობთ იმისთვის, რომ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. დიდი მადლობა „ჰალი სიტის“ ყველა გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის. მომავალ სეზონში გპირდებით, რომ უფრო გაძლიერებულები დავბრუნდებით. ახლა კი დადგა დრო, მცირე დრო ოჯახთან გავატარო“, – წერია არველაძის მიმართვაში.

ჰალ სიტის“ და შოთა არველაძეს წინ დატვირთული ზაფხული ელით, რადგან ივლისის ბოლოს ახალი სეზონი დაიწყება. ქართველ მწვრთნელს და გუნდის ადმინისტრაციას შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ცოტა დრო რჩებათ.

დატოვე კომენტარი