შოთა არველაძე - „აიაქსის“ პირველივე ვარჯიშზე ბუცები დამავიწყდა
შოთა არველაძე - „აიაქსის“ პირველივე ვარჯიშზე ბუცები დამავიწყდა

საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ „მატჩ-ტვ“-სთან ინტერვიუში ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი გაიხსენა.

„საქართველოს ნაკრებში ყველაზე ემოციური გამარჯვება 1996 წლის ევროშესარჩევში გიგზის უელსისა და ძლიერი ბულგარეთის დამარცხება იყო, რომელმაც მცირე ხნით ადრე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. 2:1-ის შემდეგ „ბარსას“ ვარსკვლავს, სტოიჩკოვს მაისურა ვთხოვე, მაგრამ მან ხელით გამწია და წავიდა. უხერხული ვითარება იყო – მას შემდეგ ასეთი თხოვნით არავისთან მივსულვარ. მოგვიანებით ხრისტოს კიდევ არაერთხელ შევხვდი, მაგალითად ბერბატოვთან გამოსამშვიდობებელ მატჩზე, მაგრამ ის ამბავი არ გამიხსენებია“ – იხსენებს შოთა არველაძე.

მან ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლის პერიოდიც გაიხსენა: „ისე ვნერვიულობდი, რომ „აიაქსთან“ პირველ ვარჯიშზე ბუცების წაღება დამავიწყდა. გასახდელში ჩაცმული და ფეხშიშველი ვიჯექი, მრცხვენია ვაღიარო, რომ „აიაქსში“ მისულს ასეთი სუსულელე შემემთხვა. რონალდ დე ბური მიხვდა, რა ზომა გინდაო – ადგა და თავისი ბუცები მომიტანა. მე და რონალდი დღემდე ახლო მეგობრები ვართ“.

შოთა არველაძის თქმით, ლუის ვან გალთან „ალკმაარში“ პირველი ვარჯიშიც კურიოზული აღმოჩნდა: „პირველივე ვარჯიშზე დამეძინა და გამოვტოვე. ველოდებოდი მის კრიტიკას ან ჯარიმას, მაგრამ მკითხა: „გამოიძინეო? ზოგჯერ დასვენება უკეთესია, ვიდრე ვარჯიში. თუ დაიღალე, დაისვენე” – ასეთი მწვრთნელია“.