შოთა არველაძე 13 მაისს გულშემატკივარს შეხვდება - ვისაუბრებთ ფეხბურთზე, ჩემს წიგნსა და საინტერესო ამბებზე #1TVSPORT
შოთა არველაძე 13 მაისს გულშემატკივარს შეხვდება - ვისაუბრებთ ფეხბურთზე, ჩემს წიგნსა და საინტერესო ამბებზე #1TVSPORT

შოთა არველაძე გულშემატკივრებთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„13 მაისს, ვერის ბაღის საფეხბურთო სტადიონზე გულშემატკივარს შევხვდები. ვისაუბრებთ ფეხბურთზე, ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნზე და სხვადასხვა პერიოდის საინტერესო ამბებზე. ადგილზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენაც და როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში დავწერე, იმ ადამიანებს, ვინც ჩემს შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენეს, გადავცემ წიგნებს ჩემი ხელმოწერით. ველოდები თქვენთან შეხვედრას“, – წერია შოთა არველაძის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა. წიგნი, ფონდ არველაძის დაფინანსებით დაიბეჭდა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ავტობიოგრაფიული ნაშრომი „გუშინ“ 2009 წელს გამოიცა.

შოთა არველაძე მისი ბავშვობის, განვლილი კარიერის, ოჯახის წევრების, მეგობრების, თანაგუნდელების, სასიამოვნო მომენტების, პრობლემებისა და კარიერული წარმატებების შესახებ წერს. 2020 წელს არველაძემ წიგნის განახლებული ვერსია გამოსცა.

13 მაისს, ვერის ბაღის საფეხბურთო სტადიონზე გულშემატკივარს შევხვდები. ვისაუბრებთ ფეხბურთზე, ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნზე და…

Posted by Shota Arveladze on Monday, May 10, 2021