შონ სტრიკლენდმა ისრაელ ადესანია დაამარცხა და UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
შონ სტრიკლენდმა ისრაელ ადესანია დაამარცხა და UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

სიდნეიში, UFC 293-ზე ორგანიზაციის საშუალო წონის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა. 32 წლის ამერიკელმა შონ სტრიკლენდმა მოქმედი ჩემპიონი ისრაელ ადესანია მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სტრიკლენდი ბრძოლას საშუალო წონის რეიტინგის მეხუთე ნომრის სტატუსით ხვდებოდა. მან პირველივე რაუნდის პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა, რაუნდის მიწურულს ნოკდაუნიც ჩაიწერა, თუმცა ჩემპიონთან ვადამდელი გამარჯვება ვერ შეძლო.

დარჩენილ რაუნდებში ისრაელ ადესანია ცდილობდა, სტრიკლენდის ტაქტიკა აერია, თუმცა ამერიკელი მის დარტყმებს იგერიებდა და თავად ურტყამდა.

შედეგად, სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, გამარჯვება შონ სტრიკლენდს დარჩა. ამერიკელს ამჟამად MMA-ში 28 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, ხოლო უშუალოდ UFC-ში გატარებული 9 წლის მანძილზე 14-ჯერ გაიმარჯვა და 5-ჯერ დამარცხდა, კარიერაში კი პირველად გახდა საშუალო წონის ჩემპიონი.

რაც შეეხება ისრაელ ადესანიას, MMA-ში ეს მისთვის მე-3 მარცხი იყო. 34 წლის მებრძოლს 24 გამარჯვება აქვს.