შონ ო'მალიმ დოპინგ კოტროლი ვერ გაიარა
შონ ო'მალიმ დოპინგ კოტროლი ვერ გაიარა

UFC-ის ამომავალმა ვარსკვლავმა, შონ ო’მალიმ, სოციალური ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ USADA-ს (ამერიკის ანტი სადოპინგო სააგენტო) ტესტი ვერ გაიარა და შაბათს, ხოსე კუინონეზის წინააღგმდეგ, ვერ იჩხუბებს.

ო’მალი წერს, რომ მას აკრძალული პრეპარატი გამიზნულად არ მიუღია და უკვე დაადგინა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი წყარო.

„მე არ ვაპირებ არაფრის დამალვას და სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ტესტირება აკრძალული პრეპარატის წყაროს დაადგენს. მე მიყვარს ჩემი გულშემატკივრები და იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს ჩემს კარიერაზე უმცირესი გავლენა ექნება. ოქტაგონს მალე დავუბრუნდები.“ – განაცხადა მან „ინსტაგრამზე“. 

View this post on Instagram

 

💔 Just a speed bump on the way to greatness.

A post shared by Sugar Sean O’Malley (@sugaseanmma) on

ო’მალი (10-0) UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. 23 წლის სპორტსმენი შერეული საბრძოლო ხელოვნების ელიტურ დივიზიონში Tuesday Night Contender Series-დან მოხვდა და UFC-იში გამართული სამივე ორთაბრძოლა მოიგო.

მერაბ დვალიშვილმა, რომელიც ირლანდიელის წონაში ასპარეზობს, მოსკოვში, ტერიონ ვეარის წინააღგმდეგ მოგებული ბრძოლის შემდეგ, სწორედ შონ ო’მალი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 6 ოქტომბერს, ღამის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდებიან.