შონ ო'მალი - მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე მსურს #1TVSPORT
შონ ო'მალი - მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე მსურს #1TVSPORT

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ამერიკელმა შონ ო’მალიმ მერაბ დვალიშვილთან მომავალი საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

როგორც ო’მალი აცხადებს, ქართველთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს, თუმცა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე.

„მსურს, რაც შეიძლება მალე შევხვდე მერაბ დვალიშვილს. პრობლემა ისაა, რომ UFC რამდენიმე ღონისძიების გამართვას აშშ-ის საზღვრებს მიღმა აპირებს, მე კი მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე ვატარებ ჩემს ბრძოლებს“, – განაცხადა შონ ო’მალიმ.

29 წლის შონ ო’მალიმ სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის მარტში დაიცვა. რაც შეეხება დვალიშვილს, მან უკანასკნელ ბრძოლაში ჰენრი სეხუდოს სძლია და როგორც UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, ქართველის მორიგი ჩხუბი ქამრისთვის იქნება.