შონ ო მალიმ მარლონ ვერასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა
შონ ო მალიმ მარლონ ვერასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა

როგორც ჩანს, შონ ო მალიმ მომდევნო სავარაუდო მეტოქე უკვე აარჩია. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ამომავალმა ვარსკვლავმა მარლონ ვერასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. ო მალიმ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ამასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა – „ ვის სურს ნახვა, თუ როგორ დავაკონაუტებ ჩიტოს?“.

Food Truck Diaries-სთან მიცემულ ინტერვიუში კი ო მალიმ ვრცლად ისაუბრა მარლონ ვერასთან შესაძლო ბრძოლაზე.

„სიამოვნებით გავმართავდი ბრძოლას ჩიტოსთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ტოპ 15-ში არ არის. ის (მარლონი) ძალიან კარგად ფლობს ჯიუ ჯითსუს. მე ვფიქრობ, რომ მან გაიმარჯვა სონგ იადონგთან დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე, ჩიტოს ზედიზედ ექვსი ბრძოლა აქვს მოგებული. აქედან ხუთჯერ მან მეტოქე „დააფინიშა“. ვერა ძალიან ძლიერი და რთული მეტოქეა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა UFC-იმ უნდა მიიღოს. აგვისტო ჩემთვის იდეალური იქნებოდა“, – განაცხადა ო მალიმ.

მარლონ ვერამ ო მალის გამოწვევას მალევე უპასუხა და ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა.

„გამომიგზავნეთ ფურცლები და პირობას გაძლევთ, რომ ამ ადამიანს ძალიან მალე მოვუგებ. შემეხვეწება, რომ გავჩერდე“, – წერს ვერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.