შონ ლივინგსტონმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 34 წლის კალათბურთელმა, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 15 წელი გაატარა, ამის შესახებ სტატუსი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
შონ ლივინგსტონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2004 წლიდან ასპარეზობს. ის დრაფტზე მეოთხე ნომრად „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ აირჩია. ორი წლის შემდეგ ლივინგსტონმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს საკმაოდ დიდი ხნით ჩამოშორდა, თუმცა შემდეგ შონი ღირსეულად დაბრუნდა. მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა 2013-2014 წლებში „ბრუკლინ ნეთსის“ შემადგენლობაში. ამის შემდეგ, 2014 წელს იწყება ლივინგსტონის „გოლდენსტეიტური“ კარიერა. „ვორიორზთან“ ერთად ლივინგსტონმა სამჯერ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.