შობის წინ „ლივერპული“ ბავშვთა კლინიკას ეწვია (ვიდეო)
მოახლოებული შობის წინ, „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და ფეხბურთელები „ალდერ ჰეის“ საბავშვო კლინიკას ეწვივნენ, პატარა პაციენტებისა და მათი ოჯახების გასამხნევებლად.
ფეხბურთელებმა საჩუქრები და ავტოგრაფები დაარიგეს.
ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო – იურგენ კლოპის საუბარი ცხრა წლის ბიჭთან, რომელმაც ფეხზე ოპერაცია გადაიტანა. გერმანელმა სპეციალისტმა „ლივერპულის” ბაზაზე დაპატიჟა ბიჭი, რომელმაც ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო:
„როცა ამ რაღაცას (კლოპმა თაბაშირზე მიუთითა) მოიხსნი, მე შენ მელვუდში ჩვენს ბაზაზე დაგპატიჟებ“, – უთხრა კლოპმა ბიჭს. ამის შემდეგ, ფეხბურთელებმა პირდაპირ თაბაშირზე დატოვეს ავტოგრაფები.
9-year-old Kai got quite the surprise from Jurgen Klopp and Liverpool ❤️
(via @LFC) pic.twitter.com/PVhYZ1kMIF
— ESPN FC (@ESPNFC) 13 December 2019