შმაგი და გელა ბოლქვაძეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
შმაგი და გელა ბოლქვაძეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ბუდაპეშტში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ტურნირის დასკვნით დღეს ორმა ქართველმა ფალავანმა შმაგი (72კგ) და გელა (82კგ) ბოლქვაძეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

შმაგი ფინალში უნგრელ რობერტ ატილას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა, ხოლო გელა ბოლქვაძემ ოქროს მედლისთვის დაპირისპირება აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან 1:2 დათმო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე სამი მედალი გახლდათ. გუშინ ქართველი ლერი აბულაძე (63კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ ბლოკში ასევე პირველი ადგილისთვის იჭიდავა 55კგ-ში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამაც, მაგრამ სამწუხაროდ, დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობაზე რობერტ კობლიაშვილმა (87კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა.