შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება
შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი – ფალავნობა მიმდინარეობს.

ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდია 5 000 ლარი, მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები. ტურნირი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს ეძღვნება. ტურნირის მონაწილეებმა და ჩამოსულმა სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს შინდისის გმირთა მემორიალი.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, სხვა ოფიციალური პირები და გულშემატკივრები.

26 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები და სპორტული ფედერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, გორში (შინდისი), ახალქალაქსა და მარნეულში) მრავალ საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო, შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონისძიებას მართავენ.

წყარო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი

დატოვე კომენტარი