შინდაგორიძე „საბურთალოში“ დაბრუნდა - გუნდი ხუთეულს დაემშვიდობა #1TVSPORT
შინდაგორიძე „საბურთალოში“ დაბრუნდა - გუნდი ხუთეულს დაემშვიდობა #1TVSPORT

„საბურთალო“ სეზონის დასრულების შემდეგ ხუთ მოთამაშეს შეელია, ჯერ კი მათ ნაცვლად ერთი ახალწვეული ჰყავს – ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„საბურთალოს“ დაემშვიდობნენ მცველები: რომან ჩაჩუა, ოგაგა ოდუკო და ვიქტორ მუდრაკი, ფლანგის შემტევი აკაკი შულაია და თავდამსხმელი გიორგი ერისთავი. სხვადასხვა მიზეზით, თითქმის ყველა მათგანს სათამაშო დრო დააკლდა. გამონაკლისი შულაია იყო, რომელმაც 32 მატჩი ჩაატარა (4 გოლი, 6 საგოლე პასი), მაგრამ თამაშების უმრავლესობა (20) შეცვლაზე ჩაატარა.

სიახლე ისაა, რომ „საბურთალოს“ დაუბრუნდა ლაშა შინდაგორიძე – 28 წლის შემტევი ბოლოს ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა და ჩემპიონი გახდა. დედაქალაქის გუნდთან ლაშამ კონტრაქტი უკვე შეათანხმა. შინდაგორიძე „საბურთალოს” რიგებში 2017, 2018 და 2019 წლებში ასპარეზობდა.

დატოვე კომენტარი