შეწყვეტილი მატჩი და დასრულებული სერია - „კოლხეთი“ სეზონისთვის მზადაა
შეწყვეტილი მატჩი და დასრულებული სერია - „კოლხეთი“ სეზონისთვის მზადაა

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ბოლო წინასასეზონო ამხანაგური მატჩი გამართა. გუნდი ურეკში სენაკის „ეგრისს“ შეხვდა და ამგარიშით 3:0 იგებდა, მაგრამ მატჩი 75-ე წუთზე გადაუღებელი წვიმის გამო შეწყდა.

ამხანაგური თამაშების ციკლი დაასრულა, რომელთაგან „კოლხეთმა“ ოთხი მოიგო – ინფორმაცის კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ფოთელთა გუნდის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ შეხვედრებში ფეხბურთელთა როტაციასაც მიმართა, შანსი მიეცა ყველა ფეხბურთელს რომლებიც ურეკში 10 დღიან შეკრებაზე იმყოფებიან რათა მწვრთნელებს გუნდში ყოფნისა და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლის მზადება დაუმტკიცონ,“ – იუწყება „კოლხეთი 1913“-ის ოფიციალური გვერდი.

ხვალიდან გუნდი ვარჯიშებს გააგრძელებს და სამზადისის ბოლო ეტაპსაც ურეკში გაივლის. კლუბში მოთამაშეთა მზადყოფნით კმაყოფილები არიან, რადგან ფეხბურთელები შეთამაშდნენ.

გუნდი წელს ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებას გეგმავს, ჩემპიონატი 27 ივლისს განახლდება – ფოთელები პირველ მატჩს სტუმრად ლანჩხუთში „გურიას“ წინააღმდეგ გამართავენ.