შეწყდა იტალიის ნაკრების 37-მატჩიანი წაუგებელი სერია, ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში გავიდა #1TVSPORT
შეწყდა იტალიის ნაკრების 37-მატჩიანი წაუგებელი სერია, ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში გავიდა #1TVSPORT

ფაქტები

* შეწყდა იტალიის ნაკრების 37-მატჩიანი წაუგებელი სერია.

* ესპანეთის ნაკრებს იტალიის წინააღმდეგ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

* 17 დღისა და 62 დღის გავი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში.

* ლეონარდო ბონუჩიმ 112-ე მატჩი ჩაატარა. ამ მაჩვენებლით მან დინო ძოფს გაუსწრო და შესაბამის სიაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა.

* იტალიის ნაკრებმა რობერტო მანჩინის მწვრთნელობისას მხოლოდ მეორე მატჩში გაუშვა ერთე მეტი გოლი.

* ესპანეთის ნაკრებში ფერან ტორესის ბოლო შვიდი ზუსტი დარტყმიდან ექვსი გოლით დასრულდა.

* დღეს, ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი და ბელგია შეხვდებიან ერთმანეთს.

 

იტალია-ესპანეთი        1:2

გოლები: 0:1 ფერან ტორესი (17), 0:2 ფერან ტორესი (45+2), 1:2 პელეგრინი (83)

იტალია (4-3-3): დონარუმა – დი ლორენცო, ბონუჩი, ბასტონი, ემერსონი – ბარელა (82. კალაბრია), ჟორჟინიო (64. პელეგრინი), ვერატი (58. ლოკატელი) – კიეზა, ბერნარდესკი (46. კიელინი). ინსინიე (58. კინი).

ესპანეთი (4-3-3): სიმონი – ასპილიკუეტა, ლაპორტი, პაუ ტორესი, მიკელ ალონსო – კოკე (75. მერინო), სერხიო ბუსკეტსი, გავი (84. სერხი რობერტო) – სარაბია (75. ბრაიან ხილი), ფერან ტორესი (49. პინო), ოიარსაბალი.

გაძევება: ბონუჩი (42. იტალია)