შევჩენკოს უკრაინის ნაკრებისა და „მილანის“ მწვრთნელის პოსტების შეთავსება სურს
შევჩენკოს უკრაინის ნაკრებისა და „მილანის“ მწვრთნელის პოსტების შეთავსება სურს

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო დათანხმდა „მილანის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობას.

ამასთან, უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ „როსონერის“ ორი პირობა წაუყენა. ის მზად არის მხოლოდ ნოემბრიდან შეუდგეს სამუშაოს, რადგან მანამდე უკრაინას უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელოდება „ევრო 2020“-ის შესარჩევში. გარდა ამისა, 43 წლის სპეციალისტი აპირებს შეინარჩუნოს თავისი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი და ორი თანამდებობა შეათავსოს, – წერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი.

ჯერჯერობით უცნობია, მისაღებია თუ არა შევჩენკოს პირობები „მილანისთვის“. კლუბში, შესაძლოა არ სურდეთ ნოემბრამდე ლოდინი.

ექვსი ტურის შემდეგ, „მილანს“ სერია A-ში ექვსი ქულა აქვს.