შევჩენკომ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

13:35, 17.10.2018

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მქუხარე მხარდაჭერისთვის ერთა თასზე გამართულ მატჩში, რომელიც მისმა ნაკრებმა გამართა ჩეხეთთან.

უკრაინამ 1:0 გაიმარჯვა და ერთა ლიგის A დივიზიონში ასპარეზობა გაინაღდა.

„მადლობა მოთამაშეებს. თქვენ თამაშობდით მთელი გულით და შემართებით. მადლობა ფანატებს მხარდაჭერისთვის და მოედანზე შექმნილი ატმოსფეროსთვის“, – დაწერა უკრაინის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ტვიტერზე.

მსგავსი