შევარდენი მეორეზე დაწინაურდა - ლიგა 2-ში მეათე ტური დაიწყო
შევარდენი მეორეზე დაწინაურდა - ლიგა 2-ში მეათე ტური დაიწყო
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მეათე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. „დავით პეტრიაშვილი – არებაზე“ ლიდერების შეხვედრა შედგა: „ცხინვალმა“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ანგარიში მე-17 წუთზე სტუმართა უკრაინელმა ლეგიონერმა, ევჰენი ჩუმაკმა პენალტით გახსნა. „შევარდენი 1906“-მა მეორე ნახევარში მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო: გიორგი ივანიაძემ (75) სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო გუნდის კაპიტანმა, 37 წლის დავით ოდიკაძემ, 78-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „შევარდენმა“ 3:0 მოიგო.
ამ გამარჯვებით, თბილისელებმა 19 ქულა დააგროვეს და მეორეადგილოსან „თელავს“ გადაასწრეს, ხოლო „ცხინვალი“ მეოთხე პოზიციაზე დააქვეითა.
პარასკევს, 10 მაისს, დარჩენილი 4 მატჩი გაიმართება.
ზუგდიდი – სამტრედია
16:00. ცენტრალური – ზედა ეწერი
გურია – თელავი
16:00. ევგრაფი შევარდნაძე – ლანჩხუთი
მერანი თბ – გაგრა
17:00. სპაერის სტადიონი – თბილისი
შუქურა – კოლხეთი 1913
18:00. რაგბი არენა – ბათუმი