შევალიეს შეძენის შემთხვევაში, პსჟ დონარუმას მოიცილებს #1TVSPORT
შევალიეს შეძენის შემთხვევაში, პსჟ დონარუმას მოიცილებს #1TVSPORT

ჯანლუიჯი დონარუმა არ მიიღებს სათამაშო დროს, თუ „პარი სენ-ჟერმენში“ „ლილის“ მეკარის, ლუკა შევალიეს მისვლის შემდეგ დარჩება.

იტალიელი მეკარე ჯერ ვერ მოელაპარაკა პარიზულ კლუბს კონტრაქტის გაგრძელების შესახებ.

როგორც The Times-ის ჟურნალისტი დანკან კასლსი იტყობინება, დედაქალაქური კლუბი არ აპირებს, საშუალება მისცეს დონარუმას, კონტრაქტი ბოლომდე გამოიმუშაოს და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს.

პსჟ-მა აცნობა მეკარეს, რომ „მილანთან“ დაკავშირებული ისტორიის გამეორება არ მოხდება და დაემუქრა დონარუმას, რომ რეზერვში გაუშვებს, თუ არ დათანხმდება წასვლას ლუკა შევალიეს შეძენის შემდეგ.

ამტკიცებენ, რომ ფრანგული კლუბი იმედოვნებს „ჩელსის“ მხრიდან წინადადებაზე. ასევე, დონარუმას მიმართ ინტერესი აქვთ „მანჩესტერ სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“.