შეუძლია შემდეგი ტიერი ანრი ან კრიშტიანო რონალდო იყოს - გვარდიოლამ ჰალანდის დებიუტი შეაფასა #1TVSPORT
შეუძლია შემდეგი ტიერი ანრი ან კრიშტიანო რონალდო იყოს - გვარდიოლამ ჰალანდის დებიუტი შეაფასა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი დაიწყო და გუნდებმა თავიანთი შეხვედრები უკვე გამართეს. მოქმედი ჩემპიონი, „მანჩესტერ სიტი“ პირველ შეხვედრაში „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა. შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა ერლინგ ჰალანდს, რომელიც „ქალაქელებმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატეს. ნორვეგიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა – პირველი გოლის დროს მან თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და თვითონვე შეასრულა, მეორე გოლის დროს კი მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი მარტივად გამოიყენა.

მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ შეაფასა.

„ადაპტაციას ზუსტად ისე გადის, როგორც ეს ჩვენ გვსურს. იმედია, შესაძლებლობას მივცემთ, რომ უფრო და უფრო მეტი გოლი გაიტანოს.

რა თქმა უნდა, მას ტალანტი აქვს, მაგრამ 1 კვირის წინ, როცა „ლივერპულთან“ შანსი ვერ გამოიყენა, ხალხი იძახდა, რომ ვერ გაამართლებდა, ადაპტაციის გავლას პრემიერლიგაში ვერ მოახერხებდა და ყველა მას დასცინოდა.

ახლა კი ჰალანდს შეუძლია, შემდეგი ტიერი ანრი ან კრიშტიანო რონალდო იყოს. ამას დრო სჭირდება. ეს პრემიერლიგის პირველი შეხვედრა იყო, მას კი წინ გრძელი კარიერა აქვს.

ვიცით, როგორი ხარისხი აქვს და მომავალშიც ვნახავთ. როდესაც პენალტი დაინიშნა, მან მაშინვე აიღო ბურთი, რაც ძალიან მომეწონა. თერთმეტმეტრიანებს ისინი ურტყამენ, რომლებიც საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან, რომ კარგად შეასრულებენ“.

შემდეგ შეხვედრას „მანჩესტერ სიტი“ 13 აგვისტოსბორმუთის“ წინააღმდეგ გამართავს.