შეთანხმება შედგა, კრისტიან რომერო მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT

16:52, 13.08.2026

არგენტინის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ ცენტრალური მცველი კრისტიან რომერო საფეხბურთო კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, ესპანური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებს 40 მილიონ ევროს გადაუხდის. ასევე, რომეროს მომავალი ტრანსფერიდან „ტოტენჰემს“ ფასის 15 პროცენტი ერგება.

რომეროს დამატება „ატლეტიკოს“ გარდა მიმდინარე ზაფხულში რამდენიმე კლუბს სურდა – „ინტერს“, „ბარსელონას“ და ლონდონის „არსენალს“.

28 წლის არგენტინელი „ტოტენჰემის“ წევრი 2022 წელს გახდა, გასული სეზონის დაწყების წინ კი ის გუნდის კაპიტნად აირჩიეს. რომერომ 2025 წელს ლონდონელთა მაისურით უეფა-ს ევროპის ლიგა მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი