შეთანხმება შედგა – იური ტილემანსი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს #1TVSPORT

16:43, 13.07.2026

„ასტონ ვილას“ 29 წლის ბელგიელი ნახევარმცველი იური ტილემანსი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც სატრანფერო სიახლეების ექსპერტი იუწყება, მანჩესტერულმა კლუბმა ფეხბურთელის კონტრაქტში გათვალისწინებული 41-მილიონიანი გამოსასყიდი თანხა სრულად დაფარა და თავად მოთამაშესთან პირადი ხელშეკრულების დეტალებიც უკვე შეათანხმა.

ცნობისთვის, ტილემანსი „ასტონ ვილას“ რიგებში 2023 წლიდან ირიცხებოდა. მანამდე კი ბელგიელი „ლესტერის“, „მონაკოსა“ და „ანდერლეხტის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტილემანსმა ბელგიის ეროვნული ნაკრების რიგებში ითამაშა.

მსგავსი