შეთანხმება შედგა – იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

14:13, 05.07.2026

იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, კლოპი გრძელვადიანი კონტრაქტის დეტალებს დათანხმდა. ასევე განიხილავს „რედ ბულის“ პროექტის დატოვებას, სადაც ის ამჟამად მუშაობს.

იურგენ კლოპი ბოლოს „ლივერპულს“ წვრთნიდა და თანამდებობა 2024 წლის მაისში დატოვა. ინგლისურ გუნდთან ერთად გერმანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებული ეპოექა შექმნა – გუნდს რვა ტიტული მოაგებინა, მათ შორის პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა. 59 წლის სპეციალისტი კარიერის მანძილზე ასევე მუშაობდა „მაინცსა“ და „დორტმუნდში“.

გერმანიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა.

 

მსგავსი