შეთანხმება მიღწეულია – ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება
NBA-ის ხელმძღვანელობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ 2020-21 წლების სეზონის დაწყების თარიღი უახლოეს პერიოდში გაცხადდება. ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ლიგამ მოთამაშეებთან მიაღწია შეთანხმებას და ახალი სეზონი სტარტს 22 დეკემერს აიღებს. რეგულარულში გუნდები 82-ის ნაცვლად 72 შეხვედრას ჩაატარებენ.
იმ შემთხვევაში თუ ეს გეგმა საბოლოოდ დამტკიცდა, საწვრთნელ შეკრებას გუნდები დეკემბერის დასაწყისიდან დაიწყებენ. რეგულარული სეზონი მაისში დასრულდება და პლეი ოფები მაისის მეორე ნახევარში განახლდება. ყველა ვარსკვლავის მატჩი კი აღნიშნული გეგმის მიხედვით მარტში იგეგმება.
კიდევ ერთი საინტერესო სიახლე არის ის, რომ შესაძლოა, ახალი სეზონიდან ლიგამ არენებზე გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობა დაუშვას. ამჟამად სწორედ კორონავირუსის პროტოკოლის შემუშავება მიმდინარეობს.
The National Basketball Players Association has voted to tentatively approve NBA’s proposal for the 2020-21 campaign starting on Dec. 22 and playing 72-game season, sources tell @TheAthleticNBA @Stadium.
NBA set to tip off Christmas week.
— Shams Charania (@ShamsCharania) November 6, 2020