შეთანხმება მიღწეულია - „ლაიპციგის“ ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ „ჩელსიში“ ითამაშებს #1TVSPORT
შეთანხმება მიღწეულია - „ლაიპციგის“ ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ „ჩელსიში“ ითამაშებს #1TVSPORT

„ჩელსისა“ და „ლაიპციგის“ ხელმძღვანელებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს – გერმანული გუნდის ფრანგი ლეგიონერი კარიერას ლონდონურ კლუბში გააგრძელებს, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

რომანოს ინფორმაციით, კრისტოფერ ნკუნკუმ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ლონდონის „ჩელსის“ მფლობელები გარიგებით კმაყოფილები არიან და მიიჩნევენ, რომ ფრანგი ფორვადი მათი გუნდისთვის დიდებული შესანაძენია.

24 წლის ნკუნკუმ მიმდინარე სეზონში „ლაიპციგის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის ავტორი გახდა. გერმანულმა კლუბმა ფორვარდი 2019 წელს 13 მილიონ ევროდ შეიძინა, დღეს კი ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.